8824 live vacancies
← All vacancies

PXBZ7HVM Posted 25 Aug 1 views

სენდვიჩ მეიქერი

თონე external listing
Tbilisi Full-time Food / Restaurants
Negotiable Apply by

"თონე — კახური შოთი და სხვა" არის ახალი ქართული food კონცეფცია, რომელსაც ახლა ვიწყებთ და ვავითარებთ.

ჩვენი მთავარი პროდუქტი ტრადიციულ თონეში გამომცხვარი კახური შოთია. ამასთან ერთად, ვავითარებთ მარტივ, ხარისხიან და ავთენტურ ქართულ street food-ს, რომელიც ქართულ გემოს თანამედროვე ფორმატში აერთიანებს.

ახლა სწორედ ის ეტაპია, როცა თონეს ვქმნით და ვავითარებთ ნულიდან. ამიტომ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ არა უბრალოდ უკვე ჩამოყალიბებულ გუნდში მუშაობა, არამედ ჩვენთან ერთად დაიწყონ ეს გზა და გახდნენ ახალი ქართული food კონცეფციის შექმნის ნაწილი.

თუ გინდა იყო იქ, სადაც რაღაც ახალი იწყება — შესაძლოა, სწორედ შენ გეძებდეთ.

ვაკანსიის აღწერა:

"თონე — კახური შოთი და სხვა"-ის ახალ გუნდში ვეძებთ სერვისისა და სალაროს თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურ ოპერაციებში იმუშავებს მცხობელთან ერთად.

შენი ძირითადი პასუხისმგებლობები იქნება:

** მცხობელთან ერთად ობიექტის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;

** სალაროსთან მუშაობა, შეკვეთების მიღება, ანგარიშსწორება და გაყიდვების სწორად აღრიცხვა;

** მომხმარებლისთვის პროდუქტის გაცემა და მომსახურება;

** სენდვიჩების აწყობა — პროცესი ძალიან მარტივია და ადგილზე დეტალურად გასწავლით;

** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის შენარჩუნება;

** გუნდთან ერთად TONE-ის ყოველდღიური მუშაობისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა.

სამუშაო პირობები:

** მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი 23, M3 საცხოვრებელი კომპლექსი

** სამუშაო საათები: 12:00-22:00

** ანაზღაურება: ფიქსირებული დღიური ანაზღაურება + დამატებითი ანაზღაურება თითოეულ გაყიდულ სენდვიჩზე

სენდვიჩის აწყობის გამოცდილება არ არის საჭირო — სამუშაოს დაწყებამდე ადგილზე გასწავლით ყველა საჭირო პროცესს.

თუ გინდა, რომ ახალი ქართული food კონცეფციის შექმნის პირველი ეტაპიდანვე გახდე გუნდის წევრი, მაშინ ეს პოზიცია შენთვის შეიძლება საინტერესო იყოს.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:;.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
თონე
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone