8824 live vacancies
← All vacancies

RJKFPMFM Posted 25 Aug 4 views

ფარშის მორევის სპეციალისტი

კორიდა external listing
Poti Full-time Food / Restaurants
Negotiable Apply by

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღეს დღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "კორიდა" აცხადებს ვაკანსიას ფარშის მორევის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ფოთში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო დღის დასაწყისში, კუტერის გარეცხვა და სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა.

** პროდუქციის სახეობიდან გამომდინარე სხვადასხვა წონის ფარშისა და სანელებლების მორევის დანადგარში განთავსება და დანადგარის ჩართვა;

** გეგმის მიხედვით, პროდუქციის აპარატში მოთავსება და რეცეპტურის მიხედვით დამუშავება.

** დამუშავებული პროდუქტის მწონავისათვის მიწოდება.

** სამუშაო დღის ბოლოს აპარატის გარეცხვა, გასუფთავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;

** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ფიზიკურად მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის გრძნობა;

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება: 1670 (ერთი ათას ექვსას სამოცდაათი ლარი) ლარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 14 სექტემბერი.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
კორიდა
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone