8872 live vacancies
← All vacancies

RXYMZ69F Posted 25 Aug 2 views

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

არქი external listing
Tbilisi Full-time Sales
Negotiable Apply by

ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "ჰოუმ დიზაინ გალერი" - ევროპული ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი საქართველოში.

"ჰოუმ დიზაინ გალერი"-ში ვეძებთ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:

** კორპორაციული კლიენტების მოძიება და შოურუმის ბრენდების გაცნობა, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მუდმივად მიწოდება/განახლება, შეკვეთების გენერირება; ** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება, პრეზენტაცია და კონსულტაციის გაწევა; ** პოტენციური დამკვეთის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა; ** კონტრაქტების გაფორმების უზრუნველყოფა; ** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება და გაყიდვების ხელშეწყობა; ** კატალოგების, მასალების, ნიმუშებისა და ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება პარტნიორებისათვის; ** ფასების, შეთავაზებებისა და კომერციული პირობების შეთანხმება; ** გაყიდვების პროცესის მართვა შეკვეთიდან მიწოდებამდე; ** პოტენციური კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და ბაზრის ანალიზი; ** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება პარტნიორებთან; ** შოურუმში შემოსული შეკვეთების (როგორც კორპორაციული, ისე საცალო გაყიდვების) მიღება, გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების პროცესში აქტიური მონაწილეობა; ** საჭიროების შემთხვევაში ფილიალების მხარდაჭერა; ** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; ** აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
არქი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone