სტაჟირება - კონსულტანტი
"DeFacto"-ს გუნდი გიწვევს!
ჩვენ ვეძებთ მეგობრულ, ენერგიულ და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის და სურთ, გაიარონ ორთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა.
პოზიცია: სტაჟირება კონსულტანტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (ისთ ფოინთი); ქ. ბათუმი
სამუშაოს ტიპი: 2-თვიანი სტაჟირება
რას გააკეთებ?
** დაეხმარები მომხმარებლებს მათთვის სასურველი სამოსის შერჩევაში;
** გაუზიარებ ინფორმაციას პროდუქტების შესახებ და შესთავაზებ მარტივ სტაილინგის რჩევებს;
** გაეცნობი ჩვენს კოლექციებსა და პროდუქტებს;
** მხარს დაუჭერ გაყიდვებს და გუნდის საერთო წარმატებას;
** დაეხმარები გუნდს მაღაზიის მოწესრიგებასა და ვიზუალურად მიმზიდველი გარემოს შექმნაში;
** ჩაერთვები პროდუქციის განთავსებასა და მერჩენდაიზინგში.
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოდისა და რითეილის სფეროსადმი ინტერესი;
** სწავლის, განვითარებისა და ახალი გამოწვევების მიღების სურვილი;
** სტუდენტებსა და ახლად კურსდამთავრებულებსაც სიამოვნებით გელოდებით.
რას გთავაზობთ?
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** რეალურ გამოცდილებას მოდის რითეილის სფეროში;
** კომუნიკაციისა და მომხმარებელთა მომსახურების უნარების განვითარებას;
** შესანიშნავ გუნდსა და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
** DeFacto-ში პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე:. გთხოვთ, ელფოსტის Subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სტაჟირება და ქალაქი, სადაც განიხილავთ სტაჟირებას.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.