8824 live vacancies
← All vacancies

SH5ZEM9G Posted 25 Aug 1 views

მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი

თამაშობანა external listing
Tbilisi Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

"თამაშობანა" ეძებს მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტს!

პირველი ღიმილი, რომელსაც ჩვენი სტუმარი ხედავს — შესაძლოა, სწორედ შენი იყოს.

თამაშობანაში ყოველდღე ასობით ბავშვი და მათი მშობლები მოდიან ახალი ემოციების, თამაშისა და დაუვიწყარი დღეების შესაქმნელად.

ამ გამოცდილების დასაწყისი კი ის ადამიანია, ვინც მათ პირველი ხვდება.

თუ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებს, შეგიძლია ყურადღებით მოუსმინო, მარტივად იპოვო საერთო ენა და გიყვარს დინამიკური გარემო — დიდი ალბათობით, სწორედ შენ გეძებთ.

რას გააკეთებ?

** დახვდები სტუმრებს და დაეხმარები მათ პირველივე წუთებიდან თავი კომფორტულად იგრძნონ

** გააცნობ თამაშობანას სივრცეს, სერვისებსა და შესაძლებლობებს

** დაარეგისტრირებ მომხმარებლებს და გააცნობ ერთგული მომხმარებლის პროგრამას

** გაუწევ კონსულტაციას კაფის, მაღაზიისა და დამატებითი სერვისების შესახებ

** შესთავაზებ თამაშობანას პროდუქტებსა და სერვისებს ისე, რომ თითოეული სტუმრის გამოცდილება კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს

** მართავ დაჯავშნებს და უზრუნველყოფ მომხმარებლებთან დროულ კომუნიკაციას

** იზრუნებ, რომ სივრცეში სტუმრების გამოცდილება იყოს მოწესრიგებული, კომფორტული და სასიამოვნო

არ აქვს მნიშვნელობა, უკვე გაქვს გამოცდილება თუ ახლა იწყებ.

თუ გაქვს:

** კომუნიკაციის ძლიერი უნარი

** პასუხისმგებლობის გრძნობა

** პოზიტიური დამოკიდებულება

** გუნდში მუშაობის სურვილი

** სწრაფად სწავლის და განვითარების მოტივაცია

ჩვენ სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას.

ეს სამსახური განსაკუთრებით მოგეწონება თუ:

** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა

** შეგიძლია რამდენიმე საქმის ერთდროულად ორგანიზება

** ყურადღებას აქცევ დეტალებს

** სიამოვნებას განიჭებს სხვებისთვის კარგი გამოცდილების შექმნა

** ენერგიული და აქტიური გარემო შენთვის მოტივაციაა

რას გთავაზობთ?

** მეგობრულ, ენერგიულ და მხარდამჭერ გუნდს

** სამუშაო გარემოს, სადაც ორი დღე არასდროს ჰგავს ერთმანეთს

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას

** საინტერესო პროექტებსა და ახალ გამოცდილებას

** კვირაში 40 საათი შეთანხმებული გრაფიკი

** სამუშაო ადგილი — თამაშობანა, მზიურის პარკი

აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა.

თუ გინდა, რომ ყოველდღე ადამიანებს კარგი განწყობით ხვდებოდე და გახდე იმ გუნდის ნაწილი, რომელიც თამაშით ბედნიერ მოგონებებს ქმნის, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელფოსტაზე:.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
თამაშობანა
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone