8824 live vacancies
← All vacancies

VPN7FS7Y Posted 25 Aug 1 views

მძღოლი

აერო ჰენდლინგ ჯორჯია external listing
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
₾800–1200 / month Apply by

"აერო ჰენდლინგ ჯორჯია" საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2023 წელს, აერთიანებს 200-ზე მეტ თანამშრომელს და წარმატებულად ემსახურება ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს.

"აერო ჰენდლინგ ჯორჯია" გიწვევთ გუნდში მძღოლის პოზიციაზე სამუშაოდ.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;

** მეგობრული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;

** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია.

შრომის ანაზღაურება, კვალიფიკაციის შესაბამისად:

** B კატეგორიის ფლობის შემთხვევაში: 800-1200 ლარი (NET);

** B, C კატეგორიების ფლობის შემთხვევაში: 1000-1500 ლარი (NET);

** B, C, D კატეგორიების ფლობის შემთხვევაში: 1000-1800 ლარი (NET);

სამუშაო საათები: 24-საათიანი ცვლა ყოველ მესამე დღეს

ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მგზავრების ტრანსპორტირება ავტობუსით;

** საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის ტრანსპორტიება მიკროავტობუსით;

** კომპანიის თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველყოფა ბაქნის ტერიტორიაზე;

** ტვირთის ტრანსპორტირება;

** სპეცტექნიკის მართვა საოპერაციო მოთხოვნების შესაბამისად;

** რეისის მომსახურებაში მონაწილეობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მართვის მოწმობის მოქმედი კატეგორიის B და C ფლობა;

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;

** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია"-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
აერო ჰენდლინგ ჯორჯია
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone