8848 live vacancies
← All vacancies

W9CX33SP Posted 25 Aug 2 views

შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი

ედესი ჯგუფი external listing
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
₾1100 / month Apply by

შპს "ედესი ჯგუფი" 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პოლიგრაფიული და საკანცელარიო პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაცია. მრავალწლიანი გამოცდილებისა და სანდო პარტნიორული ურთიერთობების წყალობით, კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ფართო ასორტიმენტსა და მაღალი მომსახურების სტანდარტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვების მენეჯერის დავალებების შესრულება და პროცესების კოორდინაცია;

** მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება და ოპტიმალური პარტნიორების შერჩევა;

** შესასყიდი პროდუქციის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის კვლევა.

** შეკვეთილი პროდუქციის პროგრამაში ასახვა.

** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება;

** რეპორტინგის წამოება უშალო უფროსისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** ექსელის და საოფისე პროგრამების ცოდნა;

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო და წერითი უნარების ფლობა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში ხელზე ასაღები ხელფასი 1100-1300 ლ (კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით). გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ 1 600 ლ.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე - 09:00-18:00 (შესვენება 1 სთ).

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 157.

ბენეფიტები:

** უფასო კვება

** ფიტპასი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი".

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ედესი ჯგუფი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone