8847 live vacancies
← All vacancies

WZQGAXS0 Posted 25 Aug 2 views

სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი

სტანდარტი external listing
Tbilisi Full-time Construction / Repair
₾5000 / month Apply by

სამშენებლო კომპანიაში ვეძებთ გუნდის წევრს, სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ და ანალიტიკურად მოაზროვნე სამუშაოთა მწარმოებელს, რომელიც სამუშაოებს მიუდგება არა მექანიკურად, არამედ გააზრებულად. კანდიდატს უნდა შეეძლოს სამუშაოების დაგეგმვა და პრობლემების წინასწარი იდენტიფიცირება, რესურსების ოპტიმალური გადანაწილება და მუშახელის ეფექტური მართვა დასახული მიზნების მისაღწევად.

სამუშაოს აღწერა /ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაოების დაგეგმვა: სამუშაოების გრაფიკის შედგენა და მისი მკაცრი შესრულება;

** პროცესების მართვა: სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების სრული ციკლის ზედამხედველობა (ნულოვანი ციკლიდან სრულ რემონტამდე);

** ანალიტიკური მიდგომა: სარემონტო სამუშაოების დეტალური შესწავლა, ხარვეზების დროული აღმოჩენა და ალტერნატიული, უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება;

** გუნდის ლიდერობა: მუშახელისა და ქვეკონტრაქტორების შერჩევა, დავალებების მკაფიო გადანაწილება და მათი შესრულების მკაცრი კონტროლი;

** ხარისხის კონტროლი: შესრულებული სამუშაოს შესაბამისობის შემოწმება საკანონმდებლო სტანდარტებთან და საპროექტო ნახაზებთან;

** მარაგების მართვა: მასალების საჭიროების წინასწარი განსაზღვრა და ლოგისტიკის კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია როგორც კერძო სახლების, ისე საოფისე ფართების მიმართულებით);

** აზროვნების სტილი: უნდა შეგეძლოთ პროცესის "შიგნიდან" დანახვა და არა მხოლოდ მშრალი ინსტრუქციების შესრულება;

** ლიდერული თვისებები: მუშახელთან მუშაობის გამოცდილება, ავტორიტეტის მოპოვებისა და გუნდის მობილიზების უნარი;

** ტექნიკური ცოდნა: ნახაზების სრულყოფილი კითხვა და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** პუნქტუალურობა და ვადების დაცვის უნარი;

** ლიდერობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** სტრესულ გარემოში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ შიდა სარემონტო სამუშაოების წარმოების გამოცდილება (თეთრი კარკასიდან სრულ რემონტამდე).

სამუშაო ადგილი: თბილისი (საბურთალო)

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი - შაბათი (გამონაკლის შემთხვევებში კვირა დღე)

სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე.

ანაზღაურება: 5, 000 ლარიდან. რეალური ციფრი დამოკიდებულია თქვენს უნარზე, მართოთ პროცესები ანალიტიკურად და არა მექანიკურად. კვალიფიციური კადრისთვის სახელფასო შეთავაზება იქნება შესაბამისად მაღალი და კონკურენტუნარიანი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე:, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. აგრეთვე სასურველია რეზიუმე შეიცავდეს ფოტოსურათს.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
სტანდარტი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone