8824 live vacancies
← All vacancies

XD3VANEX Posted 25 Aug 2 views

ადმინისტრატორი

ღია სახლი external listing
Kutaisi Full-time Administration / Management
₾800 / month Apply by

ქალაქ ქუთაისში ააიპ "ღია სახლი" ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს ნებისმიერი ასაკის ბენეფიციარს.

ცენტრი ახორციელებს ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამებს, კერძოდ ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა. ამჟამად ორგანიზაცია ემსახურება 500-მდე ბენეფიციარს, ცენტრში ხორციელდება ფსიქო-დიაგნოსტირებისა და ფსიქოთერაპიის სერვისი, ქცევის თერაპია (ABA) ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპია და სხვ. როგორც სახელმწიფო პროგრამების, ასევე შიდა სტანდარტის ფარგლებში.

ცენტრის მიზანია, მულტიდისციპლინური მიდგომით, რეაბილიტაციის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება რეგიონში და ფსიქო-დიაგნოსტირების ხარისხის განვითარება. ასევე, განვითარების დარღვევებისა და ამ მდგომარეობის მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

"ღია სახლი" ეძებს ადმინისტრატორს

პირობები:

** სრული შტატი: 10 საათიდან 6 საათამდე

** ხელფასი: 800 ლარი (ზრდის პერსპექტივით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბენეფიციარების მშობლებთან და წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით: დროის გადანაწილება, ვიზიტების შეთანხმება და სხვ.

** ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემაში პროგრამული ვიზიტების აღრიცხვა;

** შესრულებული სამუშაოს წარდგენა შესაბამის სტრუქტურებში;

** შიდა სტანდარტით მომსახურე ბენეფიციარების რეგისტრაცია;

** სპეციალისტთან ვიზიტების წინასწარი ჩაწერა;

** ბენეფიციართა ისტორიების წარმოება და მონიტორინგი;

** პროგრამული და შიდა სტანდარტის ბენეფიციართა აღრიცხვის და სტატისტიკის წარმოება;

** ცნობის/კალკულაციის გაცემა საჭიროების შემთხვევაში;

** მოწვეული სპეციალისტების გრაფიკის დაგეგმა;

** ყოველთვიური ანგარიშის და სტატისტიკის წარმოება;

** გასაგზავნი დოკუმენტების რეგისტრაცია და ადრესატისთვის დროული მოწოდება;

** შემოსული დოკუმენტაციის რეგისტრაცია და ხელმძღვანელის ინფორმირება შესასრულებელი კორესპონდენციის შესახებ;

** მასზე მინდობილი კომპანიის კუთვნილი ქონების დაცვა/მოფრთხილება;

** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომპიუტერული უნარები; Microsoft office;

** ბაკალავრის განათლება;

** სწრაფი და მოქნილი აზროვნების უნარი;

** ინგლისურის და რუსულის ცოდნა სასურველია (B1 დონეზე)

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოაგზავნეთ თქვენი ავტობიოგრაფიული მონაცემები, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია რეკომენდატორის შესახებ. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

ელფოსტა:

მობ:

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ღია სახლი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone