7842 live vacancies
← All vacancies

XX9HK8C6 Posted 25 Aug 2 views

საწყობის ოპერატორი

IPS external listing
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
Negotiable Apply by

IPS ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც 2016 წლიდან ქმნის ახალ სტანდარტს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. ჩვენ ინტერიერისა და საფასადო მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე წამყვანი ევროპული ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორი ვართ საქართველოში. IPS-ში გვჯერა, რომ ნებისმიერი უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მხოლოდ მასალაა, მის საბოლოო ღირებულებას პროცესების სიღრმისეული ცოდნა და ოსტატობა განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ჩვენს ყოველ პროექტს ვიწყებთ და ვასრულებთ ცოდნით. კომპანიის მთავარი სიძლიერე კი გუნდია, რომელშიც თითოეული წევრის პროფესიულ ზრდასა და ექსპერტად ჩამოყალიბებაში მუდმივ ინვესტიციას ვდებთ.

IPS-ში ვეძებთ გუნდის წევრს საწყობის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

რა იქნება შენი მთავარი მისია?

** საწყობში შემოსული ტვირთის დოკუმენტური შემოწმება, დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა და პროდუქციის სწორი განაწილება; ** ერთგვაროვანი პროდუქციის ერთ სივრცეში განთავსება საწყობის ფართის ეფექტურად ათვისებისა და შეკვეთების სწრაფი მოძიების მიზნით; ** ნაშთების მუდმივი აღრიცხვა, პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და რეალური ნაშთების პროგრამულ მონაცემებთან თანხვედრა; ** პროდუქციის კოდების, დასახელებების განახლება და კონტროლი; ** კომპანიის შინაგანაწესის, ქცევის ზოგადი წესებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

რას ველოდებით თქვენგან?

** მინიმუმ სრული საშუალო განათლება (პროფესიული ან უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად); ** საწყობში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** სასურველია სასაწყობე დასატვირთი მანქანის მართვის გამოცდილება ** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა,

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ქიზიყის ქ. 26, ორხევის დასახლება ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლ. ** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა

თუ მზად ხართ, გახდეთ IPS-ის გუნდის წევრი, შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://forms.gle/dHkGNexfc1gsUXE4A

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
IPS
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free