8824 live vacancies
← All vacancies

ZK7FJACD Posted 25 Aug 5 views

სტაჟიორი ბუღალტრულ დეპარტამენტში

IBCCS TAX external listing
Tbilisi Internship Finance / Accounting
Negotiable Apply by

კომპანია "IBCCS Tax საქართველო" არის საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სთავაზობს ბიზნესს, იურიდიულ, საგადასახადო, ბუღალტრულ და ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას. "IBCCS Tax საქართველო" მომსახურებას უწევს როგორც უცხოურ, ასევე საქართველოში ოპერირებად კომპანიებს. "IBCCS Tax საქართველოს" ოფისები აქვს ასევე კვიპროსში (ლიმასოლი), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და უზბეკეთი (ტაშკენტი).

კომპანია "IBCCS Tax საქართველო" აცხადებს ანაზღაურებად ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე ბუღალტრულ დეპარტამენტში.

სტაჟირების პერიოდი 3-დან 6 თვემდე; წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დასაქმების პერსპექტივით. საქმიანობის შესწავლა ხდება ადგილზე.

სამუშაო საათები: 09:30-18:30

ანაზღაურება: 400-500 (NET) ლარის ოდენობით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

სამუშაოს აღწერა (რაც დაევალება სტაჟიორს, გადამზადების შემდეგ):

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის შემოწმება, პროგრამაში ასახვა (მათ შორის საბანკო & სალაროს ოპერაციების, შესყიდვების, რეალიზაციის, ხელფასების, ჩამოწერის ტრანზაქციები);

** უნდა შეეძლოს ინფორმაციის Excel-ში დამუშავება;

** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა;

** აუდიტის პროცესებში ჩართულობა

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისურ ენის ცოდნა;

** Excel-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

** ფინანსური განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური;

** შრომისმოყვარე;

** მოტივირებული;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ მუშაობას მეგობრულ და პროფესიონალურ საერთაშორისო გარემოში, განვითარების შესაძლებლობებსა და ტრენინგებს

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟიორის პოზიცია - ბუღალტერია."

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
IBCCS TAX
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone