7849 live vacancies
← All vacancies

ZZ7PN0ZS Posted 25 Aug 7 views

IT ტექნიკოსი

ITConnect external listing
Tbilisi Full-time IT / Programming
Negotiable Apply by

"ITConnect" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსის თანამდებობაზე.

ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)

მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელის კაბელების გაყვანა, დიაგნოსტიკა და აღდგენა; Rack-ის მოწყობა, ქსელური მოწყობილობების ინსტალაცია და Patch Panel-ზე კაბელების ორგანიზება;

** კომპიუტერული და ქსელური ტექნიკის დისტრიბუცია, მონტაჟი და ტექნიკური გამართვა;

** ქსელური მოწყობილობების (Router, Switch, Firewall) კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;

** სერვერული ოთახების მოწესრიგებისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;

** ინტერნეტ-პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაცია და კომუნიკაცია;

** მონიტორინგის სენსორების, ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების ინსტალაცია და კონფიგურაცია;

** საკონფერენციო სივრცეების აუდიო/ვიდეო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა;

** მომხმარებლების ობიექტებზე პერიოდული ვიზიტები ტექნიკური მხარდაჭერისა და საჭირო სამუშაოების შესრულების მიზნით, შესაბამისი რეპორტინგით;

** Helpdesk სისტემაში მომხმარებლების ტექნიკური საკითხების რეგისტრაცია, თიქეტების დამუშავება და შესრულების მონიტორინგი;

** კრიტიკულ ტექნიკურ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება და პრობლემების დროული აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება IT, ქსელური ტექნოლოგიების ან მსგავსი მიმართულებით;

** IT ტექნიკოსის, ქსელის ადმინისტრატორის ან ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

** ქსელური ინფრასტრუქტურის, კაბელირების, Rack-ის, Patch Panel-ისა და ქსელური მოწყობილობების პრაქტიკული ცოდნა;

** Router, Switch და Firewall მოწყობილობების კონფიგურაციისა და დიაგნოსტიკის ცოდნა;

** ვიდეომეთვალყურეობისა და აუდიო/ვიდეო სისტემების ინსტალაციისა და ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** ტექნიკური პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების, დიაგნოსტიკისა და დამოუკიდებლად აღმოფხვრის უნარი;

** Helpdesk სისტემებთან მუშაობისა და ტექნიკური საკითხების დოკუმენტირების გამოცდილება;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ოპერატიულობა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე:

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;

** ასევე ეთანხმებით პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);

** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლების) შერჩევის პროცესში;

** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთ) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ITConnect
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free