8318 live vacancies
← All vacancies

ZZV8DGQ2 Posted 9 Sep 1 views

ჟორდანიას კლინიკა

ჟორდანიას კლინიკა

ექთანი ლაბორანტი პრეანალიტიკურ მიმართულებაში

ჟორდანიას კლინიკა external listing
Tbilisi Full-time Medicine / Pharmacy
₾1200 / month Apply by

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ექთანი ლაბორანტის პოზიციაზე პრეანალიტიკურ მიმართულებაში.

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

მდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძის პირველი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33 სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ანაზღაურება - 1200 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქციები: - პრეანალიზური, ანალიზური და პოსტანალიზური პროცედურების უზრუნველყოფა პროცედურებში გაწერილი პასუხისმგებლობების შესაბამისად; - კლინიკებიდან თუ ამბულატორიული შეკვეთებიდან შესაბამისი საკვლევი მასალების ადეკვატურობის შეფასება, საკვლევი მასალების გადამარკირება, პრეანალიზური დამუშავება და შემდგომი განაწილება ლაბორატორიის შესაბამის მიმართულებებში; - მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება „ცივი ჯაჭვის“ მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი; - ჰოსპიტალური (HIS) და ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) ინტეგრაციის მოდულის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - საშუალო პროფესიული (ექთანი/ფერშალ-ლაბორანტი) ან უმაღლესი სამედიცინო განათლება - სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება

ცოდნა და უნარები: - ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; - დეტალებზე ორიენტირებული; - დროის მენეჯმენტი; - სისხარტე, ოპერატიულობა;

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/sU9e9UCc

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ჟორდანიას კლინიკა
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post