Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

014XB357 Опубликовано 10 ноя Просмотров: 1

წარმოების ხელმძღვანელი

TAIKA внешнее объявление
По договорённости Приём откликов до 11 дек
Войти и откликнуться

თუ შეგიძლიათ ადამიანების მართვა, წარმოების ორგანიზება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება — გვინდა გაგიცნოთ.

"TAIKA" — საწოლების, მატრასების, დივნებისა და ლამინატის ავეჯის მწარმოებელი კომპანია — აქტიურად იზრდება და გადადის ახალ, უფრო დიდ საწარმოო სივრცეში.

ვეძებთ წარმოების ხელმძღვანელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საწარმოში მიმდინარე პროცესების ყოველდღიურ მართვაზე — შეკვეთის მიღებიდან მის სრულად და ხარისხიანად დასრულებამდე.

ეს არის პოზიცია ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია წარმოების ორგანიზება, ადამიანების მართვა, ვადების კონტროლი და პრობლემების დროულად აღმოჩენა.

ძირითადი მოვალეობები

  • ყოველდღიური საწარმოო პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • CRM-დან მიღებული შეკვეთების წარმოებაში სწორად განაწილება;
  • თითოეული შეკვეთისთვის პასუხისმგებელი თანამშრომლების განსაზღვრა;
  • შეკვეთების ვადების კონტროლი და მათი დროული შესრულების უზრუნველყოფა;
  • წარმოების დატვირთვის სწორად გადანაწილება თანამშრომლებს შორის;
  • საჭირო მასალების დროული განსაზღვრა და მარაგების კონტროლში მონაწილეობა;
  • წარმოებაში წარმოქმნილი შეფერხებების სწრაფად აღმოჩენა და აღმოფხვრა;
  • თანამშრომლების მუშაობის, დისციპლინისა და სამუშაო სტანდარტების კონტროლი;
  • წარმოების ხარისხის კონტროლი;
  • დეფექტების, გადაკეთებებისა და შეცდომების აღრიცხვა და მიზეზების ანალიზი;
  • ყოველდღიური საწარმოო გეგმის შესრულების კონტროლი;
  • დღის ბოლოს შესრულებული და შეუსრულებელი შეკვეთების შეჯამება;
  • ლოჯისტიკისა და კომერციული გუნდისთვის შეკვეთების მზაობის დროული მიწოდება;
  • მომხმარებელთან პრობლემის მისვლამდე შესაძლო რისკების აღმოჩენა;
  • განმეორებადი პრობლემების მიზეზების გამოვლენა და პროცესის გაუმჯობესება;
  • მფლობელებისა და გენერალური მენეჯერისთვის ყოველდღიური/ყოველკვირეული ანგარიშგება.

მთავარი პასუხისმგებლობა:

თქვენი მთავარი მიზანი იქნება, რომ:

სწორი შეკვეთა → სწორ ადამიანს → სწორ დროს → სწორი მასალით → სწორი ხარისხით → დროულად დასრულდეს.

წარმოების ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს ნებისმიერ მომენტში:

  • რამდენი შეკვეთა არის წარმოებაში;
  • რომელ ეტაპზეა თითოეული შეკვეთა;
  • ვისთან არის შეკვეთა;
  • რა უნდა დასრულდეს დღეს;
  • რა უნდა დასრულდეს ხვალ;
  • სად არის შეფერხება;
  • რა მასალა აკლია წარმოებას;
  • რომელი შეკვეთა შეიძლება დაგვიანდეს და რატომ.

რას ველოდებით კანდიდატისგან

  • წარმოების ან მსგავსი ოპერაციული პროცესების მართვის გამოცდილება;
  • ადამიანების მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება;
  • სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დისციპლინისა და წესრიგის დამყარების უნარი;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის შესაძლებლობა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა;
  • ავეჯის, ხის, მეტალის, ტექსტილის ან სხვა საწარმოო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

არ ვეძებთ ადამიანს, რომელიც უბრალოდ ეტყვის თანამშრომლებს:

"ეს გააკეთე და ის გააკეთე."

გვჭირდება ადამიანი, რომელიც მართავს მთლიან პროცესს.

თუ შეკვეთა იგვიანებს — უნდა იცოდეს რატომ.

თუ მასალა არ არის — პრობლემა მანამდე უნდა აღმოაჩინოს, სანამ წარმოება გაჩერდება.

თუ თანამშრომელი ვერ ასრულებს გეგმას — უნდა განსაზღვროს მიზეზი და მოახდინოს რეაგირება.

თუ ერთი და იგივე შეცდომა მეორდება — უნდა შეცვალოს პროცესი და არ დაუშვას მისი მუდმივად გამეორება.

ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც საწარმოს მართავს და არა უბრალოდ აკონტროლებს.

KPI-ები:

წარმოების ხელმძღვანელის მუშაობა შეფასდება კონკრეტული შედეგებით:

  • დროულად დასრულებული შეკვეთების პროცენტი;
  • დაგვიანებული შეკვეთების რაოდენობა;
  • წარმოების დღიური გეგმის შესრულება;
  • დეფექტებისა და გადაკეთებების რაოდენობა;
  • მასალების გამო გაჩერებული წარმოების შემთხვევები;
  • წარმოების პროდუქტიულობა;
  • შეკვეთების სტატუსების სისწორე CRM-ში;
  • მომხმარებლამდე მისული საწარმოო შეცდომების რაოდენობა.

რას გთავაზობთ

  • სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობას;
  • რეალურ მენეჯერულ პასუხისმგებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას კომპანიის ზრდასთან ერთად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно