Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

045H7GY4 Опубликовано 10 ноя Просмотров: 4

ლოჯისტიკის მენეჯერი

ფექიჯინგ სერვისი внешнее объявление
₾2500–3000 / мес Приём откликов до 11 дек
Войти и откликнуться

ერთ-ერთი მოწინავე შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია ფექიჯინგ სერვისი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა ანაზღაურება: 2500-3000 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)

პოზიციის მიზანი: ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს ლოჯისტიკისა და მზა პროდუქციის საწყობის მიმართულებას, უზრუნველყოფს სატრანსპორტო პროცესების ეფექტიან დაგეგმვასა და დეპარტამენტის გამართულ მუშაობას.

ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების ეფექტიანი მართვა და ტრანსპორტის ოპტიმალური გადანაწილება;
  • ყოველდღიური მიწოდებების დაგეგმვა, მარშრუტების ოპტიმიზაცია და შესრულების კონტროლი;
  • მზა პროდუქციის საწყობის საქმიანობის ორგანიზება და ზედამხედველობა;
  • საწყობში პროდუქციის განლაგებისა და სივრცის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა;
  • სასაწყობე ნაშთების სიზუსტისა და ინვენტარიზაციის პროცესების კონტროლი;
  • წარმოების, გაყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • შეკვეთების დროული მომზადების, დატვირთვისა და მიწოდების კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაოს დაგეგმვა, განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
  • ლოჯისტიკური პროცესების გაუმჯობესება, ხარჯების ოპტიმიზაცია და პერიოდული ანგარიშგება.

ძირითადი მოთხოვნები

  • ლოჯისტიკის, ტრანსპორტის ან საწყობის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობად ჩაითვლება საწარმოო კომპანიაში ლოჯისტიკისა და მზა პროდუქციის საწყობის მართვის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სატრანსპორტო მარშრუტების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის პრაქტიკული ცოდნა;
  • სასაწყობე პროცესებისა და მარაგების მართვის პრინციპების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, კარგი ცოდნა;
  • სამუშაო პროცესების ორგანიზებისა და გუნდის მართვის უნარი;
  • პრობლემების სწრაფად გამოვლენისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

უნარები და პიროვნული თვისებები

  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდის სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • პრობლემის გადაჭრის სწრაფი და პრაქტიკული მიდგომა.

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно