ლოჯისტიკის მენეჯერი
ერთ-ერთი მოწინავე შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია ფექიჯინგ სერვისი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა ანაზღაურება: 2500-3000 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)
პოზიციის მიზანი: ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს ლოჯისტიკისა და მზა პროდუქციის საწყობის მიმართულებას, უზრუნველყოფს სატრანსპორტო პროცესების ეფექტიან დაგეგმვასა და დეპარტამენტის გამართულ მუშაობას.
ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების ეფექტიანი მართვა და ტრანსპორტის ოპტიმალური გადანაწილება;
- ყოველდღიური მიწოდებების დაგეგმვა, მარშრუტების ოპტიმიზაცია და შესრულების კონტროლი;
- მზა პროდუქციის საწყობის საქმიანობის ორგანიზება და ზედამხედველობა;
- საწყობში პროდუქციის განლაგებისა და სივრცის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა;
- სასაწყობე ნაშთების სიზუსტისა და ინვენტარიზაციის პროცესების კონტროლი;
- წარმოების, გაყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფა;
- შეკვეთების დროული მომზადების, დატვირთვისა და მიწოდების კონტროლი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაოს დაგეგმვა, განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
- ლოჯისტიკური პროცესების გაუმჯობესება, ხარჯების ოპტიმიზაცია და პერიოდული ანგარიშგება.
ძირითადი მოთხოვნები
- ლოჯისტიკის, ტრანსპორტის ან საწყობის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება საწარმოო კომპანიაში ლოჯისტიკისა და მზა პროდუქციის საწყობის მართვის გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სატრანსპორტო მარშრუტების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის პრაქტიკული ცოდნა;
- სასაწყობე პროცესებისა და მარაგების მართვის პრინციპების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, კარგი ცოდნა;
- სამუშაო პროცესების ორგანიზებისა და გუნდის მართვის უნარი;
- პრობლემების სწრაფად გამოვლენისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
უნარები და პიროვნული თვისებები
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- გუნდის სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი;
- დროის ეფექტური მართვა;
- პრობლემის გადაჭრის სწრაფი და პრაქტიკული მიდგომა.
ჩვენ გთავაზობთ
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.