ექთანი
საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში "Beauty Life" აცხადებს ვაკანსიას ესთეტიკური კლინიკა NUAGE-ში ექთნის პოზიციაზე თბილისში.
"Beauty Life" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც დაარსდა საქართველოში 2009 წელს. 17 წლიანი ოპერირების შედეგად უზრუნველყოფს ევროპული და ამერიკული ხარისხის საერთაშორისო ბრენდების დისტრიბუციას ადგილობრივ ბაზარზე. ასევე მის მფლობელობაშია სილამაზის სალონი-სტუდია KEUNE და ესთეტიკური კლინიკა NUAGE.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით 10:00-19:00
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე, აბაშიძის ქუჩა
- ანაზღაურება: 680 (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქციები:
- ექიმის ასისტირება სამედიცინო და ესთეტიკური პროცედურების დროს;
- პაციენტების მიღება და პროცედურებისთვის მომზადება;
- საჭირო სამედიცინო მასალებისა და სამუშაო სივრცის ორგანიზება;
- კლინიკაში არსებული სამედიცინო და სამუშაო მარაგების კონტროლი;
- მარაგების ნაშთების პერიოდული გადამოწმება და საჭიროების დროული იდენტიფიცირება;
- ადმინისტრაციისთვის ინფორმაციის მიწოდება საჭირო მასალებისა და პროდუქტების შეკვეთის თაობაზე;
- ჰიგიენისა და კლინიკის სტანდარტების დაცვა;
- პაციენტებზე ყურადღებიანი და პროფესიონალური ზრუნვა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- შესაბამისი საექთნო განათლება/კვალიფიკაცია;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და მოწესრიგებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები;
- ესთეტიკურ მედიცინაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
შერჩევის მეთოდები: 1 ეტაპი - გასაუბრება;
რეზიუმეს გამოგზავნის წესი:
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გადმოგვიგზავნოთ მეილზე.
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.