9,220 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

85282VQ2 Posted 27 Oct Views: 10

ექთანი

Beauty Life external listing
Sign in and apply
Negotiable Apply by 28 Nov

საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში "Beauty Life" აცხადებს ვაკანსიას ესთეტიკური კლინიკა NUAGE-ში ექთნის პოზიციაზე თბილისში.

"Beauty Life" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც დაარსდა საქართველოში 2009 წელს. 17 წლიანი ოპერირების შედეგად უზრუნველყოფს ევროპული და ამერიკული ხარისხის საერთაშორისო ბრენდების დისტრიბუციას ადგილობრივ ბაზარზე. ასევე მის მფლობელობაშია სილამაზის სალონი-სტუდია KEUNE და ესთეტიკური კლინიკა NUAGE.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით 10:00-19:00
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე, აბაშიძის ქუჩა
  • ანაზღაურება: 680 (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქციები:

  • ექიმის ასისტირება სამედიცინო და ესთეტიკური პროცედურების დროს;
  • პაციენტების მიღება და პროცედურებისთვის მომზადება;
  • საჭირო სამედიცინო მასალებისა და სამუშაო სივრცის ორგანიზება;
  • კლინიკაში არსებული სამედიცინო და სამუშაო მარაგების კონტროლი;
  • მარაგების ნაშთების პერიოდული გადამოწმება და საჭიროების დროული იდენტიფიცირება;
  • ადმინისტრაციისთვის ინფორმაციის მიწოდება საჭირო მასალებისა და პროდუქტების შეკვეთის თაობაზე;
  • ჰიგიენისა და კლინიკის სტანდარტების დაცვა;
  • პაციენტებზე ყურადღებიანი და პროფესიონალური ზრუნვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • შესაბამისი საექთნო განათლება/კვალიფიკაცია;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები;
  • ესთეტიკურ მედიცინაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

შერჩევის მეთოდები: 1 ეტაპი - გასაუბრება;

რეზიუმეს გამოგზავნის წესი:

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გადმოგვიგზავნოთ მეილზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post