Вакансий 9 774
Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

NWDB7TZZ Опубликовано 16 окт Просмотров: 45

Специалист по административному управлению HR

ორი ნაბიჯი внешнее объявление
Перейти к исходному объявлению ↗
По договорённости Приём откликов до 26 окт
Официальный договор · в объявлении

Переведено автоматически с языка оригинала. Читать оригинал по-грузински →

"2 ნაბიჯი" - ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 650-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ყველა ტიპის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადებამდე შესაბამისი საფუძვლების გადამოწმება დადგენილ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით; პერსონალის პირადი საქმეების წარმოება, ინფორმაციის ასახვა პროგრამაში და რეესტრის განახლება; პერსონალის შრომითი ხელშეკრულებების და მათი ცვლილებების მომზადება, ვადების კონტროლი და ხელმოწერის პროცესის მონიტორინგი; პერსონალთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ბრძანებების და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება, რეესტრის წარმოება და საჭირო ხელმოწერით უზრუნველყოფის მონიტორინგი; პერსონალის სამუშაო ცვლების კონტროლი ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში და საჭიროების შემთხვევაში კორექტირების შეტანა; თანამშრომლის გათავისუფლების პროცედურასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა. გათავისუფლებული თანამშრომლების პირადი საქმეების დაარქივება; HR პროგრამის ტესტირებაში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

ბაკალავრის ხარისხი, სასურველია სოციალურ მეცნიერებათა ან/და ტექნიკური სპეციალობების მიმართულებით; HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; MS Office-ის კარგად ცოდნა; სასურველია HR Soft-ში მუშაობის გამოცდილება;

თუ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25 ოქტომბერი, 2026 წელი.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/grDY2rYb

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно