8847 live vacancies
← All vacancies

02A7MMQV Posted 25 Aug 1 views

უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი

ბემონი ინჟინერია და მშენებლობა external listing
Tbilisi Full-time Finance / Accounting
Negotiable Apply by

შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.

კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.

კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური მონაცემების ანალიზში მონაწილეობის მიღება;

** პერიოდული ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში ჩართულობა;

** პროექტების ხარჯებისა და მომგებიანობის ანალიზი;

** ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზში და პროგნოზში ჩართულობა;

** დაგეგმილი და ფაქტობრივი ბიუჯეტის ანალიზი;

** ფინანსური მონაცემების შეგროვება და კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით. განიხილება ამავე მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;

** აუდიტორად, ბიზნეს ანალიტიკოსად, ფინანსურ ანალიტიკოსად, ფინანსურ კონტროლიორად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);

** ინგლისურის ცოდნის დონე - B2;

პირადი უნარ-ჩვენები:

** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 7 სექტემბრისა. გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone