8,899 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0K9BYMS7 გამოქვეყნდა 17 სექ 7 ნახვა

The Design Mall

The Design Mall

B2B გაყიდვების მენეჯერი

The Design Mall გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ოქტ

"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღოთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.

მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო რეჟიმი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი B2B კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • სამშენებლო კომპანიებთან, დეველოპერებთან, კონტრაქტორებთან, არქიტექტორებთან და დიზაინერებთან საქმიანი ურთიერთობების განვითარება;
  • კლიენტების არსებული პორტფელის მართვა და განვითარება;
  • კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი კომერციული შეთავაზებების მომზადება;
  • კომერციული მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვების პროცესის მართვა პირველადი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე;
  • გაყიდვების გეგმისა და KPI-ების შესრულებაზე მუშაობა;
  • გაყიდვების შედეგების შესახებ ანგარიშებისა და ანალიზის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • B2B გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
  • ახალი კლიენტების მოძიებისა და მოზიდვის გამოცდილება;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • შედეგზე და გაყიდვების მიზნების შესრულებაზე ორიენტირებულობა;
  • ქართული და ინგლისური ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • სამშენებლო კომპანიებთან და დეველოპერებთან გაყიდვების მიმართულებით მუშაობა;
  • მსხვილ კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობის მიმართულებით მუშაობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება)

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
The Design Mall
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა