გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "Royal Express" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
Royal Express არის საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით ემსახურება ბიზნესებს საერთაშორისო ტვირთების იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით.
კომპანია აერთიანებს ლოგისტიკურ ჰაბს, პროფესიონალურ გუნდს და სანდო პარტნიორულ ქსელს, ვასრულებთ გამართულ ლოგისტიკურ მომსახურებებს სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, აღმ. ხეივანი #19;
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -18:00;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2.000 - 3.000 ლარი (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- შვებულება 24 სამუშაო დღე + დამატებით 6 დასვენების დღე day off;
- კორპორატიული ნომერი ულიმიტო სასაუბრო დროით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების (საერთაშორისო ტვირთების მქონე კომპანიების) მოძიება და ახალი კომპანიების მოზიდვა;
- ადგილობრივ კომპანიებთან სატელეფონო და პირისპირ კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება;
- კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სატრანსპორტო/ლოგისტიკური სერვისების შეთავაზება;
- ახალი კლიენტების ბაზის შექმნა და არსებული კლიენტების პორტფელის განვითარება;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება, პირობების შეთანხმება და მოლაპარაკებების წარმართვა;
- ხელშეკრულების გაფორმება და ინვოისის მომზადება;
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა — პოტენციური კლიენტის მოძიებიდან გადაზიდვის დასრულებამდე;
- მიღებული შეკვეთის (ტვირთის გადაზიდვის) ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
- კლიენტებთან გრძელვადიანი და პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
- გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია ლოგისტიკურ/სატრანსპორტო კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- საერთაშორისო საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვების სპეციფიკის ცოდნა;
- ლოგისტიკური მომსახურებების გაყიდვისა და კლიენტებთან მოლაპარაკების გამოცდილება;
- ახალი კლიენტების მოძიებისა და მოზიდვის დადასტურებული გამოცდილება;
- გაყიდვების სრული ციკლის მართვის გამოცდილება;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
- CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და/ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.