ადრეული და სკოლამდელი განათლების პედაგოგი
საბავშვო ბაღი "პინიკონი" აცხადებს ვაკანსიას ადრეული და სკოლამდელი განათლების პედაგოგის პოზიციაზე 2-3 წლიან და 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფებში. (ჯგუფებში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა 10-12 ბავშვი).
თუ ხართ ორიენტირებული პიროვნულ განვითარებაზე, ხართ აქტიური, კომუნიკაბელური და შემოქმედებითი და თქვენთვის მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა — "პინიკონის" სივრცე თქვენ გელოდებათ!
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვების ფსიქო-ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა;
** სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში ბავშვების მხარდაჭერა და ჩართულობა;
** ბავშვების უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ზრუნვა.
მოთხოვნები და პრიორიტეტები:
** ბავშვებთან თამაშისა და მათთან პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში; ან მომიჯნავე სფეროში;
** უცხო ენების ცოდნა და შემოქმედებითი უნარები (მუსიკა, ხატვა) შერჩევის პროცესში ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები: პედაგოგებისთვის
ანაზღაურება: ნახევარი განაკვეთი — 600 ლარიდან; სრული განაკვეთი — 1250 ლარიდან, არასრული განაკვეთი - 1150 ლარიდან.
სამუშაო საათები (არჩევით):
** 09:00-დან 14:00-მდე (ნახევარი განაკვეთი) ან 10:00-დან 15:00-მდე.
** 09:00 დან 17:00 მდე (არასრული განაკვეთი)
** 10:00-დან 19:00-მდე (სრული განაკვეთი)
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, ვახტანგ ჭელიძის ქ. #13
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე:
ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე:.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.