8204 live vacancies
← All vacancies

60VYARJ6 Posted 25 Aug 4 views

სილამაზის მრჩეველი

იმპექსი external listing
Tbilisi Full-time Beauty / Fashion
Negotiable Apply by

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 120-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1300-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას სილამაზის მრჩევლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** პარაფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის, სიახლეებისა და მიმდინარე ტენდენციების მუდმივი შესწავლა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;

** გაყიდვების შედეგებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზის საფუძველზე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში აქტიური მონაწილეობა.

** პარაფარმაციის გუნდთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება, მომხმარებელთა საჭიროებების, უკუკავშირისა და მოთხოვნების გაზიარება პროდუქციისა და მომსახურების მუდმივი გაუმჯობესების მიზნით.

** მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მათზე მორგებული შეთავაზებების განხორციელების გზით;

** პარაფარმაცევტული პროდუქციის მახასიათებლების, უპირატესობებისა და გამოყენების წესების შესახებ კონსულტაციის გაწევა;

** პარაფარმაციის პროდუქციის რეალიზაციისა და მომგებიანობის ზრდის უზრუნველყოფა გაყიდვითი სტრატეგიების კომბინირებული გამოყენებით,

** მიმდინარე აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება და შეთავაზება;

** სალაროსთან, ტერმინალთან და კომპიუტერთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** პარაფარმაციის კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

** სასურველია ინგლისურის და რუსულის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** პრეზენტაბელურობა;

** პრობლემის დროულად მოგვარების უნარი;

** ორგანიზებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** კრიტიკული აზროვნების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:. გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 სექტემბერი, 2026.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
იმპექსი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free