8847 live vacancies
← All vacancies

AZE8H175 Posted 25 Aug 1 views

აღმზრდელის ასისტენტი

საბავშვო ბაღი ნაბიჯ-ნაბიჯ external listing
Tbilisi Full-time Education
₾1000–1200 / month Apply by

საბავშვო ბაღი "ნაბიჯ-ნაბიჯ" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის ასისტენტის თანამდებობაზე.

თანამდებობის მიზანი: აღმზრდელის/მასწავლებლის მხარდაჭერა სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის; აღსაზრდელების კეთილდღეობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა, დაცვა.

აღმზრდელის ასისტენტის ხელფასი, განისაზღვრება მისი კვალიფიციური შესაძლებლობების შესაბამისად, თვეში 1000-დან 1200 ლარამდე საზღვრებში.

საბავშვო ბაღი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი, დარიალის შესახვევი 9.

ფუნქცია-მოვალეობები:

** აღმზრდელის/მასწავლებლის დახმარება სააღმზრდელო/სასწავლო პროგრამის განხორციელების პროცესში და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში;

** აღსაზრდელების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სუფთა ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება;

** აღსაზრდელების ყოფაქცევის კონტროლი;

** კვების პროცესში აღსაზრდელების მიხმარება და ძირითადი წესების სწავლება;

** სასწავლო ოთახების მოწესრიგება და პროცესში აღსაზრდელების ჩართულობაზე ზრუნვა;

** ზეიმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შემთხვევაში ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;

** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** პროფესიული ან/და ზოგადი განათლება;

** სასურველია სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

** კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;

** რეგულაცია ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების შესახებ

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;

** მზრუნველობა;

** ყურადღებიანობა;

** დაკვირვებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

საკონტაქტო ნომერი:

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
საბავშვო ბაღი ნაბიჯ-ნაბიჯ
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone