8824 live vacancies
← All vacancies

CH4B6BBJ Posted 25 Aug 1 views

ტექნიკური კონსულტანტი

ახალი ნათება external listing
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
₾1500–1700 / month Apply by

"ახალი ნათება" არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.

კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: http://www.newlight.ge

კომპანია "ახალი ნათება" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური კონსულტანტის თანამდებობაზე ავეჯის შოურუმში ქ.ბათუმში.

ანაზღაურება: 1500-1700 ლარი (ზრდის პერსპექტივით).

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.

სამუშო საათები: დღეში 8 საათი, 10:00-19:00 შუალედეში 1 საათიანი შესვენებით.

დამატებით გთავაზობთ:

** კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას

** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშო გარემოს

** ზრდისა და განვითარების პერსპექტივას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მართვის გამოცდილება (B, კატეგორია)

ძირითადი მოვალეობები:

** ავეჯის უსაფრთხო გადაადგილება და კვალიფიციურად აწყობა/მონტაჟი შესაბამისი ნახაზის/გეგმის მიხედვით

კომპანიის შოურუმებსა და მომხმარებლის ლოკაციაზე.

** დაკისრებული მოვალეობების თავაზიანად და კეთილსინდისიერად შესრულება

სასურველი უნარ-ჩვევები:

** ავეჯის აწყობისა და მონტაჟის გამოცდილება;

** მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი

** კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით

** პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:, ტექნიკური კონსულტანტი". წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ახალი ნათება" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ახალი ნათება
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone