8,647 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

D5Z2RKG9 გამოქვეყნდა 21 სექ 9 ნახვა

Biodroga

Biodroga

კონსულტანტი

Biodroga გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾900 / თვეში ბოლო ვადა: 11 ოქტ

კომპანია "Human Diagnostic Georgia" წარმოადგენს გერმანული პრემიუმ დერმო-კოსმეტიკური ბრენდის "Biodroga" ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-გამყიდველის პოზიციაზე სითი მოლის სტენდისთვის.

თუ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და გსურთ განვითარდეთ წამყვან კომპანიაში, ეს სამუშაო სწორედ თქვენთვისაა! 6-საათიანი, მოქნილი ცვლიანი გრაფიკი იდეალურია მათთვისაც, ვისაც სურს სამუშაო შეუთავსოს სწავლას ან სხვა საქმიანობას.

ვაკანსია: კონსულტანტი (სამედიცინო კოსმეტიკა)

მდებარეობა: თბილისი, სითი მოლი საბურთალო დასაქმების ფორმა: არასრული განაკვეთი / ცვლიანი გრაფიკი

სამუშაო გრაფიკი: 6-საათიანი სამუშაო დღე ორ ცვლაში:

I ცვლა: 10:00 - 16:00 II ცვლა: 16:00 - 22:00

ჩვენს შესახებ:

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის სამედიცინო-კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ კვალიფიციური და ამომწურავი კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი მოვლის საშუალებების ინდივიდუალური შერჩევა;
  • პროდუქციის თაროებსა და სტენდზე ეფექტურად განლაგება (ვიზუალური მერჩენდაიზინგი) და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
  • კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა;
  • გაყიდვების სტიმულირება და ბრენდის დადებით იმიჯზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში (უპირატესობად ჩაითვლება თავის მოვლის საშუალებების, კოსმეტიკის ან აფთიაქის მიმართულებით მუშაობა);
  • სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება / კანის მოვლის ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო (სალაპარაკო) დონეზე;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველება ქართულ ენაზე;
  • მომხმარებელზე, შედეგსა და გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა.

კომპანია გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს: ორცვლიანი, 6-საათიანი სამუშაო დღე (10:00-16:00 ან 16:00-22:00);
  • ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (ხელზე ასაღები 900 ლარი) + ბონუსური სისტემა გაყიდვებიდან (3-თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ);
  • პროფესიულ ტრენინგებს სამედიცინო კოსმეტიკასა და გაყიდვების თანამედროვე ტექნიკებში;

განაცხადის შევსების წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "კონსულტანტი - სამედიცინო კოსმეტიკა".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 ოქტომბერი, 2026 წ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Biodroga
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა