8824 live vacancies
← All vacancies

ETZWM996 Posted 25 Aug 1 views

გაყიდვების მენეჯერი

ელტეგი external listing
Tbilisi Full-time Sales
Negotiable Apply by

კომპანია "ELTEG" დაარსდა 2007 წელს და წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტის მიხედვით ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიზანია აღნიშნულ სფეროში საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთებისათვის მომსახურების მათზე მორგებული პაკეტების შეთავაზება, არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.elteg.ge

კომპანია "ელტეგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: 44 ქეთევან წამებულის გამზ., 0103 თბილისი, საქართველო

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 -18:00

ანაზღაურება: კონკურენტული, გამოცდილების შესაბამისად + შესრულებაზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების მოძიება - პოტენციური კლიენტების (სამშენებლო ობიექტების მენეჯერები და სხვა) მოძიება, ფორუმებზე/გამოფენებზე მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ბაზების შექმნა;

** პროექტთან დაკავშირებით სატელეფონო ზარების ან/და შეხვედრების ორგანიზება და კომპანიის პროდუქტის/სერვისის შეთავაზება;

** დამკვეთებთან შესაბამისი პრეზენტაციის წარდგენა, პროდუქტისა და სერვისის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ კონსულტაციის გაწევა;

** პროექტის დამუშავება, პირველადი/საბოლოო კომერციული წინადადებების მომზადება, წარდგენა და შეთანხმება;

** შეთანხმების დეტალების მიწოდება შესაბამისი სამსახურებისთვის, ხელშეკრულებების მართვა და ადმინისტრირება;

** პროექტის მიმდინარეობის მუდმივი კოორდინაცია და საჭიროებისამებრ ჩართულობა საქონლის ან მომსახურების კლიენტის ობიექტზე დროული და ხარისხიანი მიწოდების მიზნით;

** დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაცია, უკუკავშირის მიღება და შესაბამისი რეპორტების წარმოება;

** კომპანიის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და გეგმების შესრულება;

** ყოველკვირეული ანგარიშგებების მომზადება და ხელმძღვანელთან წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური/საინჟინრო ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

** სასურველია, B2B გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** სასურველია Autocad/ArchiCAD ნახაზების წაკითხვის დონეზე ცოდნა;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

** რუსული და ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;

** მართვის მოწმობა B კატეგორია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;

** პრეზენტაციის წარდგენისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** სიახლეებზე ორიენტირებულობა;

** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** შედეგებზე ორიენტირებულობა;

** დამოუკიდებლად/გუნდურად მუშაობის უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბონუსურ სისტემას;

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** კორპორაციულ მობილურ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით;

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და საინტერესო პროექტებში ჩართულობის შესაძლებლობას.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე:. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ელტეგი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone