გაყიდვების მენეჯერი
შპს "ფიბრექსი" ფიბრობეტონის მწარმოებელი ქართული კომპანია. ჩვენი გუნდი ეძებს შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ფიბრობეტონის/GRC პანელების მიმართულებით ახალი კლიენტებისა და პროექტების მოზიდვაზე, გაყიდვების განვითარებასა და კლიენტთან ურთიერთობის სრულ ციკლზე.
პოზიციის მიზანი
გაყიდვების მენეჯერის მთავარი მიზანია კომპანიის პროდუქციის გაყიდვების ზრდა, ახალი B2B კლიენტებისა და პროექტების მოზიდვა, გაყიდვების სრული ციკლის მართვა — პირველადი კონტაქტიდან კომერციული შეთავაზების, მოლაპარაკების, შეკვეთის და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპამდე.
ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები
- ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიება და აქტიური გაყიდვების განხორციელება.
- სამშენებლო დეველოპერებთან, გენერალურ კონტრაქტორებთან, სამშენებლო კომპანიებთან, არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, საპროექტო ორგანიზაციებთან და სხვა პროფესიულ პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარება.
- სამშენებლო პროექტების მოძიება და მათი კომერციული პოტენციალის შეფასება.
- კლიენტების მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის/გადაწყვეტის შეთავაზება.
- პროდუქციის ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებული მოთხოვნების პირველადი დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში ინჟინრებთან/ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია.
- კომერციული შეთავაზებების, ფასების, სპეციფიკაციებისა და პრეზენტაციების მომზადება და კლიენტისთვის წარდგენა.
- მოლაპარაკებების წარმოება ფასზე, მოცულობაზე, მიწოდების ვადებზე, გადახდის პირობებსა და სხვა კომერციულ საკითხებზე.
- გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა CRM-ში ან კომპანიის შესაბამის სისტემაში.
- პოტენციური კლიენტების, შეხვედრების, შეთავაზებების, მიმდინარე მოლაპარაკებებისა და გაყიდვების პროგნოზის რეგულარული განახლება.
- კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება როგორც ოფისში, ისე სამშენებლო ობიექტებზე.
- პროექტის სპეციფიკაციაში კომპანიის პროდუქციის მოხვედრის ხელშეწყობა არქიტექტორებთან, დიზაინერებთან და პროექტის მონაწილეებთან აქტიური კომუნიკაციით.
- ტენდერებში, კომერციულ კონკურსებსა და პროექტების შესყიდვის პროცესებში კომპანიის მონაწილეობის კოორდინაცია.
- შეკვეთების გადაცემისა და შესრულების პროცესში წარმოებასთან, ლოჯისტიკასთან, ფინანსურ და ტექნიკურ გუნდებთან კოორდინაცია.
- კლიენტის მხრიდან მიღებული პრეტენზიების ან საკითხების სწრაფი გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტებთან და მათი გადაწყვეტის მონიტორინგი.
- ბაზრის, კონკურენტების, ფასების, ახალი პროექტებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ხელმძღვანელობისთვის მიწოდება.
- გაყიდვების ახალი არხებისა და პარტნიორული შესაძლებლობების მოძიება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გაყიდვებში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო მასალების, სამშენებლო პროდუქტების, არქიტექტურული/ფასადური სისტემების ან მსგავს ტექნიკურ პროდუქტებში გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები.
- კომერციული შეთავაზებებისა და ფასების გაანგარიშების საბაზისო უნარები.
- Excel-ისა და MS Office-ის კარგი ცოდნა; CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- მზადყოფნა ხშირი შეხვედრებისა და სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტებისთვის.
სამუშაო ურთიერთობები
პოზიცია მჭიდროდ თანამშრომლობს კომპანიის ხელმძღვანელობასთან, წარმოების მენეჯერთან, ინჟინერიის/ტექნიკურ გუნდთან, ფინანსებთან, შესყიდვებთან, ლოჯისტიკასთან და პროექტების გუნდთან. გაყიდვების მენეჯერი უზრუნველყოფს კლიენტის მოთხოვნის სწორად გადაცემას შიდა გუნდებისთვის და უკუკავშირის დაბრუნებას კლიენტთან.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, CV გადმოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.