8881 live vacancies
← All vacancies

GVMX1JC1 Posted 25 Aug 7 views

C კატეგორიის გადამზიდი

შარმ ტრეიდინგი external listing
Batumi Full-time Logistics / Drivers
₾1400 / month Apply by

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Colgate, Selpak, Algida და სხვა."

"შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას C კატეგორიის გადამზიდის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00

ანაზღაურება: ფიქსირებულს + საბონუსე (1400 ლარიდან)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების მომარაგება შეკვეთების შესაბამისად კომპანიის კუთვნილი ავტომობილებით;

** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია მართვის მოწმობის C კატეგორია

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** შრომისმოყვარეობა

** ორგანიზებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV ელფოსტაზე:;

გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გადამზიდი-ბათუმი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
შარმ ტრეიდინგი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone