8,899 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HRA17KM8 გამოქვეყნდა 17 სექ 6 ნახვა

The Design Mall

The Design Mall

მერჩენდაიზინგის მენეჯერი

The Design Mall გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾4000 / თვეში ბოლო ვადა: 18 ოქტ

"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღოთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.

მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ მერჩენდაიზინგის მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი ანაზღაურება: 4000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქტების კატეგორიებისა და ასორტიმენტის მართვა;
  • გაყიდვებისა და პროდუქციის ბრუნვის ანალიზი;
  • ბაზრისა და მომხმარებელთა მოთხოვნის მონიტორინგი;
  • ახალი პროდუქტებისა და ბრენდების მოძიების პროცესში მონაწილეობა;
  • პროდუქტების ფასებისა და მარჟების მონიტორინგი;
  • დაბალი ბრუნვის მქონე პროდუქტების გამოვლენა და შესაბამისი გადაწყვეტილებების ინიციირება;
  • პროდუქციის წარმოდგენისა და განთავსების სტანდარტების კონტროლი;
  • შესყიდვებისა და გაყიდვების გუნდებთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • Merchandising-ის, Category Management-ის ან Product Management-ის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • გაყიდვებისა და პროდუქციის ბრუნვის ანალიზის გამოცდილება;
  • Excel-ის კარგი/მაღალი დონით ცოდნა;
  • პროდუქტების კატეგორიების მართვის გამოცდილება;

უპირატესობად ჩაითვლება კანდიდატის გამოცდილება:

  • ავეჯის, ინტერიერის, დეკორის ან სარემონტო მასალების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ვიზუალური მერჩენდაიზინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება)

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
The Design Mall
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა