შესყიდვებისა და მომარაგების მენეჯერი
სარესტორნო ქსელისთვის ვეძებთ შესყიდვების სფეროში გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც დაგეგმავს მომარაგებას, მართავს მომწოდებლებთან ურთიერთობას და უზრუნველყოფს შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების სიზუსტეს FINA-ს პროგრამაში.
პოზიცია: შესყიდვებისა და მომარაგების მენეჯერი
სამუშაო პირობები:
- დასაქმება: სრული განაკვეთი
- სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული
- ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- შიდა მოთხოვნებისა და მარაგების მონაცემების შეჯერება, შესყიდვების საჭიროების განსაზღვრა და შეკვეთების დაგეგმვა.
- ბაზარზე ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება, შეთავაზებების შედარება და შესყიდვის პირობებზე მოლაპარაკება.
- შეთანხმებული ფასების გადამოწმება, ცვლილებების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში პირობების ხელახლა შეთანხმება.
- შეკვეთების შესრულების კოორდინაცია და მომწოდებლებთან წარმოქმნილი საკითხების დროული მოგვარება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე შეხვედრით.
- მარაგების რეგულარული გადამოწმება და შევსების დაგეგმვა ისე, რომ მომარაგება შეფერხების გარეშე განხორციელდეს.
- საქონლის მიღების, გადაადგილებისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა; შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტაციის დამუშავება, ქსელის მენეჯერებთან ყოველდღიურ კოორდინაციაში.
- სასაქონლო ცნობარის, ახალი პოზიციებისა და კალკულაციების განახლება; მონაცემების სისწორის კონტროლი სააღრიცხვო და გაყიდვების სისტემებში.
კანდიდატის გამოცდილება და უნარები:
- შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლის გამოცდილება HORECA სექტორში.
- FINA სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობისა და ელექტრონული სასაქონლო დოკუმენტაციის მართვის პრაქტიკული ცოდნა.
- მომწოდებლებთან მოლაპარაკების გამოცდილება და საქმიანი კონტაქტები.
- დეტალებზე ყურადღება, პასუხისმგებლობა და სამუშაოს დამოუკიდებლად ორგანიზების უნარი.
- პრიორიტეტების განსაზღვრისა და ვადების მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.