8,842 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NM5RCX74 გამოქვეყნდა 21 სექ 2 ნახვა

FINA

FINA

გაყიდვების მენეჯერი

FINA გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ოქტ

კომპანია FINA დაფუძნებულია საქართველოში 2011 წელს. არსებობის განმავლობაში FINA-ს გუნდი ქმნის და სთავაზობს მომხმარებლებს ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამულ უზრუნველყოფას სხვადასხვა მიმართულებით, რაც ბიზნესის ეფექტურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამჟამად FINA 10-ზე მეტი პროდუქტითაა წარმოდგენილი არა მხოლოდ საქართველოს, ასევე უცხოურ ბაზარზე და მუდმივად აგრძელებს მომხმარებლისთვის თანამედროვე, მარტივი და ეფექტური სისტემების შექმნას.

კომპანია Fina -ში ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან გაყიდვების მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი პარტნიორი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
  • პარტნიორებთან მოლაპარაკებების და შეთავაზებების პროცესის მართვა, განხორციელება;
  • პარტნიორული ქსელის არსებული ურთიერთობების განვითარება, პარტნიორების მიმდინარე საჭიროებების შესწავლა, ანალიზი და საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი, ინოვაციური შეთავაზებების მომზადება, მიწოდება, განხორციელება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მცირე და საშუალო ბიზნესებთან ურთიერთობის მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • უპირატესობად ჩაითვლება განათლება ფინანსების (ბუღალტერიის) მიმართულებით.

ჩვენთან თავს კომფორტულად იგრძნობ თუ გაქვს:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ბუღალტრული და ფინანსური მიმართულებით;

დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის გამზ. N41.

თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გაგვიზიარე CV შემდეგ მეილზე.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
FINA
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა