8824 live vacancies
← All vacancies

PHDHJ1WA Posted 25 Aug 1 views

გაქირავების აგენტი

GUROSUN external listing
Tbilisi Full-time Sales
Negotiable Apply by

მანქანების გაქირავების კომპანია "GUROSUN" აცხადებს ვაკანსიას გაქირავების აგენტის პოზიციაზე აერპორტის ოფისში.

თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ხართ პასუხისმგებლიანი, ენერგიული და გსურთ იმუშაოთ სწრაფად განვითარებად გარემოში, მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!

ავტოგაქირავების კომპანია "GUROSUN", მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან მომსახურებას, თანამედროვე ავტომობილებსა და ინდივიდუალურ მიდგომას.

გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ გაქირავების აგენტს (Rental Agent), რომელიც გახდება ჩვენი წარმატების ნაწილი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების პროფესიონალური მომსახურება;

** ავტომობილების დაჯავშნის, გაქირავებისა და დაბრუნების პროცესის სრულყოფილად მართვა;

** კლიენტებისთვის ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება;

** ავტომობილების გადაცემა და მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;

** ავტომობილების ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობის შემოწმება;

** ჯავშნების მართვა და სისტემაში ინფორმაციის განახლება;

** მომხმარებლებისთვის კომპანიის მომსახურებებისა და დამატებითი პროდუქტების შეთავაზება;

** ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად კოორდინაცია;

** მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა (დამატებით რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

** MS Office-ის საბაზისო ცოდნა;

** B კატეგორიის მართვის მოწმობა (ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფი) და ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება 3 წელი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;

** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც არის:

** პოზიტიური და მომხმარებელზე ორიენტირებული;

** კომუნიკაბელური და ენერგიული;

** პასუხისმგებლიანი და პუნქტუალური;

** გუნდური მოთამაშე;

** სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს;

** მზად არის ისწავლოს და განვითარდეს.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას - 1500 ლარს;

** ყოველთვიურ ბონუსურ სისტემას შესრულებული შედეგების მიხედვით;

** მეგობრულ, სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

** ტრენინგებსა და მხარდაჭერას მუშაობის პროცესში;

** შესაძლებლობას, გახდეთ წარმატებული და მზარდი კომპანიის გუნდის წევრი.

კომპანიის 24/7 ოპერაციული სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო სრულდება ცვლაში. თანამშრომელს შესაძლოა მოუწიოს როგორც დღის, ისე ღამის მორიგეობებში მუშაობა, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად

თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Subject: Rental Agent

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
GUROSUN
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone