8149 live vacancies
← All vacancies

QVPP0GRD Posted 3 Sep 0 views

Speech Therapist

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება external listing
Tbilisi Internship Medicine / Pharmacy
Negotiable Apply by

Translated automatically from the original posting.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს მეტყველების თერაპევტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მუშაობა ბავშვთან და ოჯახთან, მუშაობის პროცესში ბავშვის უნარებისა და საჭიროებების გათვალისწინება. ბავშვის საკომუნიკაციო, ენობრივი და მეტყველების უნარების განვითარებაზე მუშაობა; ინდივიდუალური მუშაობა ბავშვებთან მეტყველების გაუმჯობესების მიზნით; წლიური გეგმის შესაბამისად მეტყველების თერაპიის სეანსების ჩატარება; კლიენტების პროგრესის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში თერაპიის კორექტირება; კლიენტებისა და მათი ოჯახების განათლება, სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და სხვა პროფესიონალებთან თანამშრომლობა; დოკუმენტაციის წარმოება და კლიენტის პროგრესის დეტალური ჩანაწერების შენახვა; მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა; შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით; სამუშაო გარემოს მომზადება; მეტყველების თერაპიის სეანსებისთვის საჭირო სამუშაო მასალების შეძენა-დამზადება.

სამუშაო განრიგი: შეთანხმებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული (სასურველია) ან მეტყველების თერაპიის შესაბამისი კურსის გავლის სერტიფიკატი; შესაბამისი სპეციალობით მუშაობის გამოცდილება (სასურველია); საოფისე კომპიუტერული პროგრამების (WORD, EXCEL, INTERNET) ცოდნა მომხმარებლის დონეზე; პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა; ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა.

უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური პრობლემების გადაჭრის უნარი; გუნდურად მუშაობის უნარი; საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; მოტივირებულობა.

დამატებითი ინფორმაცია:

ორგანიზაციის პერსონალის მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი ტრენინგის უზრუნველყოფა.

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; სამუშაო გამოცდილება; მოტივაცია; პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა და შერჩევა; გასაუბრება.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელფოსტის მისამართზე:. "Subject" ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება - "მეტყველების თერაპევტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 სექტემბერი.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროცესის მდგრადი განვითარებისთვის ხელშემწყობ პროექტებსა და სოციალურ სერვისებს. ორგანიზაციის ბაზაზე დანერგილი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვებისა და პირებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიები.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone