8848 live vacancies
← All vacancies

QZ0BP20K Posted 25 Aug 1 views

PepsiCo GO სტაჟირება ტექნიკური მიმართულებით

PepsiCo external listing
Tbilisi Internship Other
₾1600 / month Apply by

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟიორი ტექნიკური მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

მოკლე აღწერა:

ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საწარმოო და შესაფუთი დანადგარების უსაფრთხო და გამართულ მუშაობას. ამისთვის მნიშვნელოვანია კარგი დაგეგმვა, რომელიც ხელს უწყობს დანადგარების საიმედო მუშაობას, ტექნიკური მომსახურების დროულად ჩატარებას და სამუშაო პროცესების ეფექტიანად წარმართვას.

რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:

** დაეხმაროს მექანიკურ და ტექნიკური მომსახურების გუნდს დანადგარების შემოწმებასა და შეკეთებაში. ** მხარი დაუჭიროს პრევენციული ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად. ** დაეხმაროს საწარმოო და შესაფუთ დანადგარებზე მექანიკური პრობლემების აღმოჩენასა და აღმოფხვრაში. ** უზრუნველყოს ხელსაწყოების, სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური ჩანაწერების მოწესრიგებული მართვა. ** დაიცვას უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის, ხარისხისა და გარემოს დაცვის ყველა პროცედურა. ** მონაწილეობა მიიღოს დანადგარების გაწმენდაში, შეზეთვასა და მარტივ რეგულირებაში. ** შეისწავლოს საწარმოო პროცესები და უწყვეტი გაუმჯობესების პრაქტიკები. ** საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს დანადგარების გაშვების, გაჩერებისა და გადაწყობის პროცესებს.

ვის ვეძებთ:

** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით ** მექანიკური სისტემების, ძრავების, ტუმბოების, კონვეიერებისა და საწარმოო დანადგარების მუშაობის საბაზისო ცოდნა. ** მარტივი ტექნიკური ნახაზებისა და ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციების წაკითხვის უნარი. ** სწავლისა და საწარმოო გარემოში მუშაობის ძლიერი მოტივაცია. ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები. ** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა. ** ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1+ დონეზე. ** სრული განაკვეთით მუშაობის შესაძლებლობა 2026 წლის სექტემბრიდან

რას გთავაზობთ:

** პეპსიკოს გუნდის მხარდაჭერა; ** ღირსეული ანაზღაურება - 1600 ლარი; ** სიღრმისეული ფუნქციონალური განვითარება საწარმოს ტექნიკური მომსახურების მიმართულებით; ** წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარება; ** საინტერესო დავალებები და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესდი?

გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევა წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
PepsiCo
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone