9,146 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RV3G6Y4R გამოქვეყნდა 18 სექ 5 ნახვა

ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის

ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - თბო და ხმის იზოლაცია

ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾2000–2500 / თვეში ბოლო ვადა: 19 ოქტ

შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.

NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. საქართველოს ბაზარზე 17 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.

პოზიცია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (თბო და ხმის იზოლაციის) მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies

ფუნქცია- მოვალეობები:

  • კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
  • კორპორატიულ მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
  • მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურეობის მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • კომპანიის მიერ განსაზღვრული თვიური/კვარტალური/წლიური გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • CRM ბაზის ფორმირება და მართვა;
  • მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის და სხვადასხვა კომერციული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სტრატეგიულ მენეჯმენტში (პრიორიტეტი მიენიჭება ავეჯისა და დეკორის მიმართულებით სამუშაო გამოცდილებას);
  • გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
  • ინგლისური და რუსული ენები ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა .

პიროვნული უნარ -ჩვევები:

  • კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ტრენინგები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
  • მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში;
  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საკომუნიკაციო ხარჯი;
  • Fit Pass ბარათი;

ლოკაცია: ქ. თბილისი, ქსნის ქ.36 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. ანაზღაურება: ფისირებული 2000-2500 ლარი + საბონუსე სისტემა. (ბონუს სისტემა მიზნობრივი შედეგების მიხედვით).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი" გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა