8 884 активных вакансий
← Все вакансии

VRWSTKAM Опубликовано 17 сен 2 просмотров

კომპლექსი კრუიზი

კომპლექსი კრუიზი

სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი

კომპლექსი კრუიზი внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Администрация / менеджмент
Войти и откликнуться
₾1200 / мес Приём откликов до 18 окт

კომპლექსი "კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.

ვაკანსია — სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი

ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81 სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა — 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს ანაზღაურება: 1200 ლარი კვება: უზრუნველყოფილია

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების პროფესიონალური მიღება, რეგისტრაცია და გაცილება (Check-in / Check-out).
  • ჯავშნების მართვა და მონაცემების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა.
  • სატელეფონო ზარებისა და ონლაინ მოთხოვნების მართვა.
  • სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და წესების შესახებ.
  • ანგარიშსწორების პროცედურების განხორციელება.
  • სტუმრების საჭიროებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.
  • რეპორტების მომზადება და ცვლის გადაცემა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — საკომუნიკაციო დონეზე.
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე:

საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:

"კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
კომპლექსი კრუიზი
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Размещение бесплатно