სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი
კომპლექსი "კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.
ვაკანსია — სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი
ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81 სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა — 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს ანაზღაურება: 1200 ლარი კვება: უზრუნველყოფილია
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების პროფესიონალური მიღება, რეგისტრაცია და გაცილება (Check-in / Check-out).
- ჯავშნების მართვა და მონაცემების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა.
- სატელეფონო ზარებისა და ონლაინ მოთხოვნების მართვა.
- სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და წესების შესახებ.
- ანგარიშსწორების პროცედურების განხორციელება.
- სტუმრების საჭიროებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.
- რეპორტების მომზადება და ცვლის გადაცემა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — საკომუნიკაციო დონეზე.
- ძლიერი კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე:
საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:
"კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.