გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "ბანა" არის სტომატოლოგიური მასალებისა და აღჭურვილობის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წლების გამოცდილებასა და მაღალ პროფესიონალიზმს აერთიანებს. ჩვენი პარტნიორები არიან პრემიუმ ბრენდები, როგორიცაა Straumann, Hu-Friedy, Neodent და Geistlich, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკმაყოფილოთ სტომატოლოგებისა და კლინიკების ყველა საჭიროება.
ვაკანსია: გაყიდვების მენეჯერი
სამუშაო აღწერილობა:
- სტომატოლოგიურ კლინიკებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის შესაბამისად და ვიზიტების ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის სტრატეგიის მიხედვით.
- პოტენციურ კლიენტებთან (ექიმებთან, კლინიკის ხელმძღვანელებთან) შეხვედრების დაგეგმვა და პროდუქტის პრეზენტაციების ორგანიზება.
- კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქტების მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა და მათი სწორი კომუნიკაცია კლიენტებთან.
- ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს ყოველდღიურ რეჟიმში რეპორტინგი სისტემაში.
- ახალი პარტნიორების მოზიდვა და მათთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება.
- არსებულ პარტნიორებთან პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება.
- კომპანიის მიერ განსაზღვრული KPI-ებისა და გაყიდვების გეგმის შესრულება.
- ბაზრის კვლევა და ახალი პროდუქტებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელი მოთხოვნაა. სხვა შემთხვევაში კანდიდატის რეზიუმე არ განიხილება.
- საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office (Excel, Word, PowerPoint).
- საკუთარი ავტომობილის ფლობა — აუცილებელი მოთხოვნაა. კომპანია უზრუნველყოფს საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯს.
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელური და მარტივად დასაკავშირებელი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
- პუნქტუალური და მოწესრიგებული.
- შედეგებზე ორიენტირებული.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი
- საშუალო შემოსავალი: 2, 300-3, 000 ლარი
შემოუერთდი "ბანას" გუნდს და განავითარე შენი კარიერა სტომატოლოგიური დისტრიბუციის სფეროში!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.