8824 live vacancies
← All vacancies

ZWQGRX4Z Posted 25 Aug 2 views

საკვებისა და სასმელების სუპერვაიზერი

ibis Tbilisi City external listing
Tbilisi Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას Food & Beverage Supervisor-ის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმტანების გუნდის კოორდინაცია და მართვა ცვლის განმავლობაში;

** მომსახურების პროცესის ეფექტურად ორგანიზება და კონტროლი;

** სტუმრების დახვედრა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;

** პრობლემური სიტუაციების დროული და ეფექტური გადაჭრა;

** მომსახურების სტანდარტებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** ინგლისური ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** კვებას;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობასა და ტრენინგებს;

** მეგობრულ, კომფორტულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ibis Tbilisi City, ვ. წითლანაძის ქ. №1;

** სამუშაო გრაფიკი: 5/2, დილისა და საღამოს ცვლები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:. სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.

წარმატებებს გისურვებთ!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ibis Tbilisi City
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone