8824 live vacancies
← All vacancies

07A5CPV3 Posted 25 Aug 3 views

გრაფიკული დიზაინერი

ADSS Print external listing
Tbilisi Full-time Marketing / PR
Negotiable Apply by

კომპანია "ეიდიესეს პრინტი" (ADSS PRINT) 2008 წლიდან ქმნის ფართოფორმატიანი ბეჭდვის, მასთან დაკავშირებული მომსახურებისა და გარე რეკლამის წარმოების ახალ სტანდარტს. ჩვენი მთავარი ღირებულება ხარისხი და ოპერატიულობაა, იმიჯს კი ჩვენი დამკვეთები ქმნიან — ქვეყნის უმსხვილესი საბანკო სექტორი, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციები (ყოველწლიურად 700-მდე ერთგული სუბიექტი).

ADSS PRINT მთავარი ძალა განვითარებაზე ორიენტირებული, პროფესიონალი კადრებისგან შემდგარი გუნდია. კომპანიის პრიორიტეტს თანამედროვე ტექნიკური რესურსი და მანქანა-დანადგარების ფართო სპექტრი წარმოადგენს. ჩვენი მიზანია პარტნიორებთან ერთად სტაბილური განვითარება და ერთობლივი წარმატება.

კომპანია ADSS PRINT აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

თუ გსურთ იმუშაოთ ერთ-ერთ წამყვან სარეკლამო და პოლიგრაფიულ კომპანიაში, ყოველდღიურად შექმნათ მრავალფეროვანი დიზაინი, ჩაერთოთ საინტერესო პროექტებში და პრაქტიკაში განავითაროთ პროფესიული უნარები - ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!

ადგილმდებარეობა: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი #20 (ბაგების ტერიტორია)

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოლიგრაფიული დიზაინის შექმნა, რედაქტირება და საბეჭდად მომზადება (Prepress);

** ფართოფორმატიანი ბეჭდვისთვის მაკეტების მომზადება;

** გარე რეკლამის (OOH) დიზაინის შექმნა და სხვადასხვა ფორმატზე ადაპტაცია;

** ბრენდირების პროექტების ვიზუალების მომზადება;

** სარეკლამო ბანერების, სტენდების, ბრენდვოლების, სტიკერების, ვიტრაჟების, ლაითბოქსების და სხვა პოლიგრაფიული პროდუქციის დიზაინი;

** ციფრული და ბეჭდური სარეკლამო მასალების დიზაინი;

** ვიზუალური კონცეფციების შემუშავება მარკეტინგული კამპანიებისთვის;

** ბრენდის ვიზუალური სტანდარტების დაცვა;

** ფაილების ტექნიკური შემოწმება ბეჭდვამდე;

** წარმოების გუნდთან კოორდინაცია დიზაინის ტექნიკური სიზუსტის უზრუნველსაყოფად;

** საჭიროების შემთხვევაში არსებული დიზაინების კორექტირება და ადაპტაცია.

მოთხოვნები:

** გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;

** Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის სრულყოფილი ცოდნა;

** პოლიგრაფიული და ფართოფორმატიანი ბეჭდვისთვის ფაილების მომზადების გამოცდილება;

** CMYK/RGB ფერთა სისტემების, Bleed-ის, Crop Marks-ისა და Prepress პროცესების ცოდნა;

** კომპოზიციის, ტიპოგრაფიისა და ფერთა თეორიის კარგი ცოდნა;

** Figma-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** Motion Design-ის (Adobe After Effects ან სხვა შესაბამისი პროგრამის) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** AI ინსტრუმენტების (მაგ. ChatGPT, Adobe Firefly, Claude, Gemini და სხვა) ეფექტურად გამოყენების გამოცდილება;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** პორტფოლიოს წარმოდგენა CV-სთან ერთად სავალდებულოა.

რას გთავაზობთ?

** FITT Pass;

** მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემო;

** სტაბილური და გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობა;

** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;

** შესაძლებლობა, პრაქტიკულად შეისწავლოთ სარეკლამო ინდუსტრიის სპეციფიკა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV მეილზე: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი".

კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: https://adssprint.com.ge/#2

კომპანია "ეიდიესეს პრინტი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "ეიდიესეს პრინტში" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ეიდიესეს პრინტში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ADSS Print
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone