პროდუქტის მენეჯერი
"IT Tech" არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს IT ინფრასტრუქტურას და წარმატებით ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://ittech.ge/about-us/
შ.პ.ს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი N115გ.
კომპანიის შეთავაზება
** სამუშაო გრაფიკი - 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი (6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
ძირითადი პასუხისმგებლობები
** ვენდორთან ეფექტური კომუნიკაცია;
** კლიენტებთან სტრატეგიული ურთიერთობის მართვა;
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** კომერციული შეთავაზებებისა და მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების გეგმებისა და ზრდის უზრუნველყოფა;
** ბაზრის ანალიზი და რეპორტების მომზადება;
** სხვა კომპეტენტური პროცესის განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება;
** B2B გაყიდვების 2-3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია IT / Retail Technology მიმართულებით გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Microsoft Office, CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.