საწყობის თანამშრომელი-მძღოლი
შპს "ედესი ჯგუფი" 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პოლიგრაფიული და საკანცელარიო პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაცია. მრავალწლიანი გამოცდილებისა და სანდო პარტნიორული ურთიერთობების წყალობით, კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ფართო ასორტიმენტსა და მაღალი მომსახურების სტანდარტს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ფილიალში პოზიცია: საწყობის თანამშრომელი-მძღოლი.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება, აღწერა
** საწყობიდან მაღაზიის მომარაგება და კლიენტებთან პროდუქციის მიწოდება
სამუშაო დატვირთვა: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 მდე.
ანაზღაურება: 1200-1300ლ
ლოკაცია: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის 11
აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეები გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დარეკეთ ნომერზე: (გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 10:00-18:00).
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.