8847 live vacancies
← All vacancies

C9NXKCMD Posted 25 Aug 4 views

შშმ პირების პერსონალური ასისტენტი

ხელი ხელს external listing
Tbilisi Internship Other
Negotiable Apply by

"ხელი ხელს" აცხადებს პერსონალური ასისტენტის ვაკანსიას თბილისში.

გსურთ თქვენი საქმიანობით რეალური ცვლილება მოუტანოთ ადამიანების ცხოვრებას?

შემოუერთდით ჩვენს გუნდს და დაეხმარეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების წარმართვაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბენეფიციართან ვიზიტი და მხარდაჭერის გაწევა მის ბუნებრივ გარემოში;

** ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად ასისტირება;

** თვითმოვლის, კვების, ჰიგიენისა და ყოველდღიური ცხოვრების უნარ-ჩვევების განვითარებასა და შესრულებაში დახმარება;

** ბენეფიციარის დამოუკიდებლობისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა.

ანაზღაურება:

** სტაჟირების/სასწავლო პერიოდი (2 კვირა) - 6 ლარი საათში;

** სტანდარტულად - 8-9 ლარი საათში;

** უქმე დღეებში - 10 ლარი საათში;

** ანაზღაურება ირიცხება საბანკო ანგარიშზე ყოველი თვის დასაწყისში.

სამუშაო გრაფიკი:

** მოქნილი გრაფიკი, რომელიც თანხმდება ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით;

** შესაძლებელია საქმიანობის შეთავსება სწავლასთან ან სხვა სამსახურთან.

სამუშაო ადგილი: თბილისის სხვადასხვა უბანი, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ჩვენ გთავაზობთ:

** საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის შესრულების შესაძლებლობას;

** პრაქტიკული გამოცდილების მიღებას სოციალურ და ზრუნვის სფეროში;

** მხარდამჭერ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:; ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე:

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ხელი ხელს
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone