8824 live vacancies
← All vacancies

1PQ79TF0 Posted 25 Aug 5 views

ავტომობილის შემფასებელი

Premium Leasing external listing
Tbilisi Full-time Sales
Negotiable Apply by

"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების შემფასებელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული სალიზინგო განაცხადით მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ავტომობილების შეფასება;

** ავტომობილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;

** ფასის შედარება მიმდინარე ბაზართან (მაგ. Auto.ge, Mymarket.ge და სხვა პლატფორმები);

** საჭიროებისამებრ, მოუწევს ავტომობილების რეალურად დათვალიერება, გამართულობის განსაზღვრა, შეფასება;

** დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა.

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს,

** ავტო ლომბარდის ან/და სალიზინგო მიმართულებით შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით (ჩაითვლება უპირატესად);

** ავტო ბაზრის სპეციფიკის ცოდნით;

** ავტომობილების ტექნიკურ დონეზე ცოდნით;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნით;

** დეტალებისადმი ორიენტირებულს;

** მოწესრიგებულს და პასუხისმგებლობიანს;

** დახვეწილი კომუნიკაციის უნარებით;

სამუშაო ადგილი:

** თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ. 3

სამუშაო საათები:

** ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

** შაბათი, მონაცვლეობით, 10:00-15:00

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებს და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე:

ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - ავტომობილების შემფასებელი.

სასურველია, მეილში მიუთითოთ თქვენი სახელფასო მოლოდინი აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე:

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
Premium Leasing
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone