საბაჟო კონტროლის მენეჯერი
"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია.
ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.
მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.
"კაუკასუს აუტოში" რუსთავის ფილიალისთვის საბაჟო კონტროლის მენეჯერს ვეძებთ, რომლის მოვალეობაშიც შევა
** ტერმინალის ტერიტორიაზე ავტომობილების შემოშვება/გაშვება; ** პროგრამაში მონაცემების სწორად შევსება; ** განბაჟების ვადებთან და რიგებთან დაკავშირებით მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია.
თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:
** გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა ** ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდში ** გამართულად მეტყველებთ და წერთ ქართულ ენაზე ** იცით სხვა რომელიმე ენა
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა - https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/FcOl8
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა.
გელოდებით!
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.