8824 live vacancies
← All vacancies

3A2GWVC7 Posted 25 Aug 4 views

მექანიკოსი

ელიტ მოტორსი external listing
Tbilisi Full-time Construction / Repair
Negotiable Apply by

შპს "ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

შპს "ელიტ მოტორსი" 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს პრემიუმ კლასის სამშენებლო ტექნიკის, ინდუსტრიული დანადგარების, ძრავებისა და გენერატორების ერთ-ერთ წამყვან მიმწოდებელს.

კომპანია არის ისეთი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, როგორებიცაა: Volvo CE, Merlo, Mecalac, Atlas Copco, Genie, Emsa, Mosa, Hangcha, Wacker Neuson.

დამატებითი ინფორმაცია: https://elitemotors.ge/

სამუშაო აღწერილობა

მექანიკოსი პასუხისმგებელი იქნება პრემიუმ ბრენდების ტექნიკის სერვისსა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე (Hydraulic / Electrical / Diesel), პოზიცია ითვალისწინებს ტექნიკის სერვისს ადგილზე (სერვის ცენტრში) და გასვლით საველე მომსახურებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** მსგავსი მიმართულებით სერვისში მუშაობის გამოცდილება;

** ჰიდრავლიკური სისტემების დიაგნოსტიკა და რემონტი;

** დიზელის ძრავების დიაგნოსტიკა და რემონტი;

** ელექტრო და მექანიკური სისტემების დიაგნოსტიკა/რემონტი;

** ტექნიკური სქემებისა და სერვის-მანუალების წაკითხვის უნარი;

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და უსაფრთხოების წესების დაცვა;

** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ჩვენ გთავაზობთ

** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსს

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას

** ჯანმრთელობის დაზღვევას

** კორპორაციულ სატელეფონო პაკეტს

** ტრანსპორტირების უზრუნველყოფას

მდებარეობა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილი 23/800 კმ (საგურამოს გადასახვევთან)

გრაფიკი:სრული განაკვეთი, სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 09:00-14:00 (შაბათი)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

Subject ველში მიუთითეთ: "მექანიკოსი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში, დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

"ელიტ მოტორსში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ელიტ მოტორსი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone