8824 live vacancies
← All vacancies

3R6X3JAP Posted 25 Aug 5 views

ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი

ნავთობკომპანია ქონექთი external listing
Tbilisi Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

"Connect/ქონექთი" — წარმატებული ქართული ნავთობკომპანია, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია დღეს ფლობს 150-ზე მეტ ობიექტს მთელი საქართველოს მასშტაბით და ყოველდღიურად ავითარებს პროდუქტებსა და მომსახურებას მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.

ჩვენი გუნდი ისწრაფვის ლიდერობისკენ: ვიყოთ ის ბრენდი, რომელიც განსაზღვრავს სტანდარტს ამ სფეროში.

"Connect/ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას ავტოგასამართი სადგურის მენეჯერის პოზიციაზე ქვემო ქართლის რეგიონში.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლი;

** სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული;

** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტოგასამართი სადგურის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება და მონიტორინგი;

** ცვლების მართვა და ფინანსური ოპერაციების კონტროლი;

** ნავთობპროდუქტების მიღების, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა;

** სალაროსა და ტერმინალების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

** ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური პროცესების კონტროლი;

** თანამშრომლების სამუშაო პროცესის დაგეგმვა, მართვა და მოტივირება;

** დისციპლინისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;

** შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების შესრულების კონტროლი;

** საგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;

** სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

** უპირატესობა მიენიჭება საცალო გაყიდვებისა და ნავთობის ინდუსტრიაში გამოცდილებას;

** გუნდის მართვის გამოცდილება;

** MS Office-ის საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** გუნდური მართვისა და დელეგირების უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი ქართული ნავთობკომპანიის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტის მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის და ქალაქის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებას გისურვებთ!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ნავთობკომპანია ქონექთი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone