8829 live vacancies
← All vacancies

3XZC99SH Posted 25 Aug 5 views

ლაბორატორიული მომსახურების მედდა

ევექსი external listing
Tbilisi Full-time Medicine / Pharmacy
Negotiable Apply by

"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული მომსახურების მედდის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევებისთვის საანალიზო მასალის აღება, დამუშავება, შენახვა და ტრანსპორტირებისთვის გამზადება; ** პაციენტის ბინაზე მომსახურება წინასწარ განსაზღვრული განრიგით; ** EVEX LAB-ის გახსნა-დახურვა შესაბამისი წესის დაცვით; ** მომხმარებლების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს იდენტიფიცირება; ** ქსელში არსებული აქციების/პროექტების/დამატებითი სერვისების შესახებ, მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება; ** ლაბორატორიაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სამედიცინო ნარჩენების მართვა; ** ყოველდღიურად, სალაროს დახურვა, წინასწარ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** სპეციალიზებული საშუალო განათლება: საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი VI სემესტრიდან; ** სასურველია ლაბორატორიული საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; ** ვენა-პუნქციის ჩატარება და მისი შემდგომი პერიოდის შესაძლო გართულებების მართვა; ** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; ** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე. ** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს: - 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე - 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში" - ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე. ** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/9a51b78b-8684-4f9a-b803-b6f283aff41e

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ევექსი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone